დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016467 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №230
2012 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №102, მუხ. 1532) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-8 პუნქტით დამტკიცებული №3 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №3
სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის
პირველი კატეგორიის აბონენტთა ნუსხა
| № | თანამდებობა |
| 1. | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე |
| 2. | საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე |
| 3. | სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი |
| 4. | საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე |
| 5. | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი |
| 6. | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე |
| 7. | საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი |
| 8. | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი |
| 9. | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე |
| 10. | საქართველოს მინისტრი |
| 11. | საქართველოს მინისტრის მოადგილე |
| 12. | საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი |
| 13. | გენერალური კონსული, კონსული |
| 14. | საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე |
| 15. | საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორი |
| 16. | სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი |
| 17. | საქართველოს მთავარი პროკურორი |
| 18. | საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე |
| 19. | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| 20. | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე |
| 21. | საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი |
| 22. | საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი |
| 23. | საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი |
| 24. | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე |
| 25. | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
| 26. | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| 27. | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე |
| 28. | ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი |
| 29. | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| 30. | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე |
| 31. | საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს” უფროსი |
| 32. | საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს” უფროსის მოადგილე |
| 33. | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე |
| 34. | საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე |
| 35. | საქართველოს პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე |
| 36. | საქართველოს პარლამენტის კომისიის თავმჯდომარე |
| 37. | საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი |
| 38. | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი |
| 39. | საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი |
| 40. | საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე |
| 41. | საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი |
| 42. | ქალაქ თბილისის მერი |
| 43. | ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. |
დანართი № 4
სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის
მეორე კატეგორიის აბონენტთა ნუსხა
| № | თანამდებობა |
| 1. | საქართველოს პარლამენტის ის წევრები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები |
| 2. | საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტის უფროსი |
| 3. | საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები |
| 4. | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები (აღნიშნულ თანამდებობათა ნუსხას განსაზღვრავს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი) |
| 5. | უმაღლესი და პირველი კატეგორიის შესაბამისი აბონენტებისადმი დაქვემდებარებული უწყებების სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების უფროსები |
| 6. | უმაღლესი და პირველი კატეგორიის შესაბამისი აბონენტებისადმი დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები (აღნიშნულ თანამდებობათა ნუსხას განსაზღვრავს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი) |
| 7. | უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები საქართველოში |
| 8. | ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ განსაზღვრული თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე |
| 9. | კერძო სამართლის იურიდიული პირები (რომლებიც დაფუძნებული არ არის სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით) - სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით. კერძო სამართლის იურიდიული პირები (რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით) - სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.“. |
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები