,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 26/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016254
  • Word
38
21/03/2012
ვებგვერდი, 21/03/2012
010320020.22.027.016254
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 38

2012 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ივლისი№127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ივლისი№127 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №79, მუხ.1135) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სამინისტროში, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ  – ,,სმართ ლოჯიქში“ (შემდგომში ,,სმართ ლოჯიქი“) დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;“;

ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და ,,სმართ ლოჯიქის“ მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;“.

2. მე-7 მუხლის:

ა) ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) სამინისტროში, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ,,სმართ ლოჯიქში“ ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის და ,,სმართ ლოჯიქის“ ხელმძღვანელობისთვის;

ლ) დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულებაზე, ასევე სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ,,სმართ ლოჯიქის“ სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება და შედეგების თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობის ინფორმირება, ხოლო დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის აღმოჩენისას სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ,,სმართ ლოჯიქის“ ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი ზომების მისაღებად;“;

ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და „სმართ ლოჯიქის“ საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ,,სმართ ლოჯიქის“ სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორესა და მათი არქივისათვის გადაცემაზე, აგრეთვე არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ზ. ადეიშვილი