სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერთა საერთო კრება

  • Word
სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერთა საერთო კრება
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები სს „საზღვაო ჰოსპიტალი“
მიღების თარიღი 19/03/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
22
19/03/2012
ვებგვერდი, 21/03/2012
სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ აქციონერთა საერთო კრება
სს „საზღვაო ჰოსპიტალი“

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება  „საზღვაო ჰოსპიტლის“ აქციონერებს

გაცნობებთ, რომ 2012 წლის 10 აპრილს 18:00 საათზე გაიმართება სს „საზღვაო ჰოსპიტლის“ აქციონერთა საერთო კრება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. 102/ბ.

სს  „საზღვაო ჰოსპიტლის“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 10 მარტი.

 

დღის წესრიგი:

1. საზოგადოების გენერალური დირექტორის ზოგადი მიმოხილვა.

2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა.

3. სს „საზღვაო ჰოსპიტლის“ ნებადართული აქციების შემსყიდველ აქციონერთა და საზოგადოებისათვის წინასწარ ცნობილ ინვესტორთა სიაზე ახალი შესაძლო ინვესტორების დამატება, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს შეეძინათ საზოგადოების აქციები.

აქციონერებს შეგიძლიათ კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოადგინოთ თქვენი საკითხები და მოსაზრებები, რომელიც განხილულ იქნება საერთო კრებაზე.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მთ. სპეციალისტთან, ქალბატონ ლუიზა ჩიკაშუასთან, ტელ: 599 15 88 06.

აქციონერთა  კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობისა და აქციათა რეესტრის საფუძველზე.

საზოგადოების გენ. დირექტორი   გრ. ჭყონია