დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 20/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016133 |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №150
2012 წლის 20 მარტი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 დადგენილებაში (სსმ, 30/12/2011 010250020.35.160) და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების მე -2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ზ) საკრებულოს მიერ დადგენილი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი -თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;
თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 -ე მუხლზე, კანონით დადგენილი წესით, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გმოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ . ბარათაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები