დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 219 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.034.016094 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №219
2012 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (ვებგვერდი სსმ, 84, 23/06/2006) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1) დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური”.
2) დებულების მე-10 მუხლს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და დანაყოფების მომსახურეთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ შემოწმებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა ჩატარებას და მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევის საკითხებში სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობის კოორდინაციას.“
3) დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ა) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოიპოვებს ინფორმაციას, აანალიზებს მას და წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს;
ბ) საზოგადოებასა და მასმედიას ინფორმაციას აწვდის სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროცესების თაობაზე;
გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდის მუშაობას;
დ) ხელს უწყობს საზოგადოებაში სასაზღვრო პოლიციის შესახებ ობიექტური აზრის ჩამოყალიბებას;
ე) სასაზღვრო პოლიციის სახელით კომპეტენციის ფარგლებში გასცემს საჯარო ინფორმაციას.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები