„სახელმწიფოს 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/818
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030040.22.024.016164
  • Word
1-1/818
20/03/2012
ვებგვერდი, 23/03/2012
040030040.22.024.016164
„სახელმწიფოს 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/818

2012 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. სახლმწიფო 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის 1-1/1732 ბრძანებით (სსმ III, 03.11.2010 წ., 142, მუხ. 2033) დამტკიცებულ ,,სახლმწიფო 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილებით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესშიშეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას, საჭიროა საექსპერტო დასკვნა, გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.” .

2. მე-3 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,6 1 . შენობა-ნაგებობის, დაუმთავრებელი მშენებლობის ან/და ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი დასაბუთებული წინადადებით მიმართავს სსიპ ”საწარმოთა მართვის სააგენტოს”, რომელიც ამ საკითხს თავის მხრივ გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.” .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                              დ. გიორგაძე