,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240030.08.002.016465
  • Word
224
21/03/2012
ვებგვერდი, 21/03/2012
010240030.08.002.016465
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №224

2012 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის 541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის 541 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის:

ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სამინისტროში, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ,,სმართ ლოჯიქში“ (SMART LOGIC) დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;“;

ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამრთლებრივ ურთიერთობებზე.

მ. სააკაშვილი