„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 02 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 02 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016103
  • Word
19
19/03/2012
ვებგვერდი, 22/03/2012
010260020.35.117.016103
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 02 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2012 წლის 19 მარტი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 02 მარტის 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.

შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 02 მარტის №11 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 09/032012) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულებაში“ და დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“.

მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   კ. ფარჯანაძე