„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040110000.22.033.016340
  • Word
89
20/03/2012
ვებგვერდი, 21/03/2012
040110000.22.033.016340
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №89

2012 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებით (სსმ III, 11.10.2010, №130, მუხ. 1897) დამტკიცებულ დანართ №1-ში (,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაციისას, აუქციონში მონაწილეობას ღებულობენ „ავტორიზებული პირის“ მეშვეობით.“.

2. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

 ,,მუხლი 131. ,,ავტორიზებული პირი“ და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაციას აუქციონში მონაწილეობის მიღების პირობები

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის ორგანიზება განახორციელოს ,,ავტორიზებული პირის“ (შემდგომში ,,ავტორიზებული პირი“) დახმარებით.

2. ,,ავტორიზებული პირის“ დარეგისტრირება შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე ხორციელდება მისი სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, საიდენტიფიკაციო ნომრით.

3. სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე „ავტორიზებული პირი“ უზრუნველყოფს:

ა) ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით სარეალიზაციოდ განკუთვნილი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების განთავსებისათვის სადგომის მოძიებას, მის სათანადოდ აღჭურვას, მოვლა-პატრონობასა და დაცვას;

ბ) ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით სარეალიზაციოდ განკუთვნილი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების მიბარებასა და სადგომზე განთავსებას, აგრეთვე მათ დაცვასა და სარეალიზაციოდ მომზადებას, აუქციონის პირობების შესახებ სადგომზე მისული დაინტერესებული პირების ინფორმირებას;

გ) სადგომზე მისულ პირთა ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტ-აუქციონ) მონაწილეობას ამ მუხლით დადგენილი წესით, აგრეთვე აღნიშნული პირებისაგან ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის მიღებას (მათ შორის, საგარანტიო თანხის/ბე ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მიღებასა და დაბრუნებას);

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით სადგომზე სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნას;

ე) ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.

4. ნებისმიერ მსურველს უფლება აქვს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაციისას, ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობა მიიღოს „ავტორიზებული პირის“ მეშვეობით, რაც გულისხმობს აუქციონის მსვლელობისას მონაწილე პირის შემოთავაზებული ფასის „ავტორიზებული პირის“ მიერ შესაბამის ვებგვერდზე დაფიქსირებას. მონაწილე პირებსა და ,,ავტორიზებულ პირს“ შორის ურთიერთობა რეგულირდება რეგლამენტით, რომელიც განისაზღვრება ,,ავტორიზებული პირის“ მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ,,ავტორიზებული პირი“, ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობს როგორც ელექტრონული ვებგვერდის სტანდარტული მომხმარებელი, ამასათან, ელექტრონული ვაჭრობისას ,,ავტორიზებული პირის“ მიერ ფასის მომატება ჩაითვლება იმ მონაწილე პირის მიერ ფასის მომატებად, რომლის შემოთავაზებულ ფასსაც ვებ-გვერდზე აფიქსირებს „ავტორიზებული პირი“.

6. ,,ავტორიზებული პირის“ მონაწილეობით მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაცია ხორციელდება ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

 7. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტ-აუქციონში) ,,ავტორიზებული პირის“ გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებულად ჩაითვლება და ქონება გადაეცემა იმ პირს, რომლის შემოთავაზების საფუძველზეც ,,ავტორიზებულმა პირმა“ ვებგვერდზე დააფიქსირა ყველაზე მაღალი ფასი (ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე სააგენტო იღებს ,,ავტორიზებული პირი“ მეშვეობით).

8. ,,ავტორიზებულ პირსა“ და სააგენტოს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება მომსახურების დეტალური პირობები, მათ შორის, მომსახურების ღირებულება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ქონების რეალიზაციის ღირებულების 5 %-ს. მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება იმის მიუხედავად, გაიმარჯვებს თუ არა ,,ავტორიზებული პირი“ ელექტრონულ აუქციონში.“.

3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. სააგენტოს მიერ ქონების „ავტორიზებული პირისათვის“ რეალიზაციამდე გადაცემის შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის/ბეს წარმდგენის ვალდებულებები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                          . პეტრიაშვილი