ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

  • Word
ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
3/85
19/03/2012
ვებგვერდი, 21/03/2012
ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/85

2012 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).

ნ. რურუა