დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 20/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016068 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №41/04
2012 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007, №97, მუხ. 1040) დამტკიცებულ წესებში განხორციელდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი:
„7. კომერციული ბანკი იურიდიულ პირთან ანგარიშსწორებას ახორციელებს იურიდიული პირის საბანკო ანგარიშის მეშვეობით.“.
2. მე-9 მუხლის 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 32 და 33 პუნქტები:
„32. ფიზიკური პირის მიერ ანგარიშის გახსნის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვა დასაშვებია, თუ გადასარიცხი თანხის ოდენობა არ აღემატება 1500 ლარს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადარიცხვა დაკავშირებულია:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების საფასურის გადახდასთან;
ბ) კომუნალური გადასახადების გადახდასთან;
გ) ცენტრალური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდებთან;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების სასარგებლოდ გადახდებთან.
33. ამ მუხლის 32 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება სპეციალური სისტემების საშუალებით განხორციელებულ ფულად გზავნილზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 15 აპრილიდან.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები