„მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ

  • Word
„მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 008
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 19/03/2012
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016013
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
008
19/03/2012
ვებგვერდი, 20/03/2012
310020000.55.067.016013
„მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/03/2012 - 16/10/2012)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №008

201 2 წლის 19 მარტი

ქ. ბათუმი

 „მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ

 „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-20 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმა და მისი გამოყენების წესი“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. იობიძე

 

მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და გამოყენების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის არღიცხვის წიგნაკის (შემდგომში ტექსტში წიგნაკი) ფორმ ს და გამოყენების წესსა და პირობებს.

2. ეს წესი შემუშავებულია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ საქართველოს კანონის (ტექსტში შემდეგ კანონი) საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული წიგნაკის ფორმისა და მისი გამოყენების პირობების განსაზღვრას.

3. ამ წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება ანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით მათი შესწორებული ვერსიებით.

    მუხლი 2.  წიგნაკის ცნება

1. წიგნაკი არის სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (შემდგომში ტექსტში სააგენტო) მიერ დამტკიცებული სააღრიცხვო წიგნაკი, რომელიც წარმოადგენს მეზღვაურის მიერ გავლილი მომზადებისა და წვრთნების დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. წიგნაკის დამზადებას ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმით და მის გამოქვეყნებას სააგენტოს ვებგვერდზე, უზრუნველყოფს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“.

3. მეზღვაურს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მოქმედი წიგნაკი.

4. წიგნაკი უნდა ინახებოდეს უშუალოდ იმ მეზღვაურთან, რომელზეც გაცემულია იგი.

6. ამ წესების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ გემებზე, რომლებიც ხვდება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში.

    მუხლი 3. წიგნაკის გაცემის წესი

1. წიგნაკს გასცემს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ მეზღვაურის განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან ერთვის წიგნაკის გაცემისათვის კანონმდებლობით გათვალისწიებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მეზღვაურს შეუძლია გამოიყენოს წიგნაკი, რომელიც აღიარებულია კონვენციის მონაწილე სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ, თუ წიგნაკი აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 4. წიგნაკის შინაარსი

1. წიგნაკი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველ ნაწილში შევა ინფორმაცია მეზღვაურის წვრთნის შესახებ, ხოლო მეორეში მომზადების შესახებ.

2. მეზღვაურის წიგნაკში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) მეზღვაურის სახელი და გვარი;

ბ) მეზღვაურის ნომერი;

გ) მეზღვაურის პირადი ნომერი;

დ) მეზღვაურის დაბადების  თარიღი;

ე) მეზღვაურის მოქალაქეობა;

ვ) პირადობის დამადასტურებელი მონაცემები;

ზ) მისი შევსებისა და უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის წესი;

თ) ინფორმაცია სერტიფიკატების შესახებ, რომელსაც მეზღვაური უნდა ფლობდეს გემზე ყოფნისას;

ი) ინფორმაცია მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატების შესახებ;

კ) ინფორმაცია კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატებისა და დადასტურების სერტიფიკატების შესახებ;

ლ) ინფორმაცია ნაოსნობის სტაჟის შესახებ;

მ) ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ნ) ინფორმაცია ვაქცინაციისა და რევაქცინაციის შესახებ;

ო) ინფორმაცია გავლილი საბაზისო წვრთნების შესახებ;

პ) ინფორმაცია გავლილი გაცნობითი წვრთნის შესახებ;

ჟ) ინფორმაცია STCW კოდექსით გათვალისწინებული სხვა წვრთნებისა და დამატებითი კომპეტენციის შესახებ;

რ) ინფორმაცია კაპიტნის მიერ გემზე განხორციელებული შემოწმებების შესახებ;

ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეავსოს სააგენტომ.

4. ამ მუხლის „ზ-ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეავსოს შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა ან გემის კაპიტანმა და დაადასტუროს ხელმოწერით და ბეჭდით.

5. წიგნაკი ივსება ინგლისურ ენაზე. 

    მუხლი 5. წიგნაკის ფორმა

წიგნაკის ფორმა განისაზღვროს დანართი 1 -ის შესაბამისად.

    მუხლი  6. წიგნაკის გამოყენების წესი

1. წიგნაკი  წარმოადგენს მეზღვაურის მიერ გავლილი მომზადებისა და წვრთნების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს პირველად მტკიცებულებას სააგენტოსათვის მეზღვაურის კომპეტენციის/კვალიფიკაციის ან სხვა სერტიფიკატის გაცემისას.

2. სააგენტო უფლებამოსილია შესაბამის ორგანოსთან/პირთან გადაამოწმოს წიგნაკში შეტანილი ნებისმიერი ინფორმაცია ან მონაცემი, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ინფორმაცია ან მონაცემი მცდარია ან გაყალბებული.

3. თუ მეზღვაურს არ აქვს წიგნაკი, მაშინ იგი ვალდებულია წვრთნისა და მომზადების გავლა დაადასტუროს საბუთებით (დოკუმენტებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სააგენტო შეაფასებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ საბუთების (დოკუმენტების) ნამდვილობას და გადაწყვეტს მათი გამოყენების მიზანშეწონილობას.