საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5910-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016623
5910-Iს
16/03/2012
ვებგვერდი, 19/03/2012
200000000.05.001.016623
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებ ი:

„ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლის (კვერცხის )) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე), გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ქ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის) ), აგრეთვე საქართველო ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის მიწოდება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 16 მარტი.

№5910- I