დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/807 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.024.016163 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/807
2012 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2134 ბრძანებაში (სსმ III, 24.09.2009, №116, მუხ. 1320) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”;
ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად,”;
გ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების”:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულება”;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.”;
გ) მეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ინფოკომუნიკაციების სამმართველო;
ბ) საფოსტო კავშირის სამმართველო;
გ) თანამედროვე ინტერნეტ მედია საშუალებებში სამინისტროს ინტეგრაციისა და კოორდინაციის სამმართველო.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
3. ინფოკომუნიკაციების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების პროექტების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის პროექტის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
დ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების მსოფლიოს ელექტრონული კომუნიკაციების გლობალურ ქსელებში ინტეგრირების ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
ვ) ინფოკომუნიკაციათა საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ფორმირების და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
ზ) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;
თ) ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
ი) ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების და სრულყოფის კოორდინაცია;
კ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება;
ლ) ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სტანდარტების ჩამონათვალის შედგენაში მონაწილეობა;
ნ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ო) ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა;
პ) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
ჟ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
4. საფოსტო კავშირის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საფოსტო კავშირის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) საფოსტო კავშირის სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების პროექტების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) საფოსტო კავშირის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) ქვეყნის საფოსტო კავშირის ქსელების მსოფლიოს გლობალურ ქსელებში ინტეგრირების ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
ე) ქვეყნის საფოსტო კავშირის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
ვ) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს საფოსტო კავშირის ქსელებისა და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;
ზ) ქვეყანაში საფოსტო კავშირის ქსელებისა და საშუალებების განვითარებისა და სრულყოფის კოორდინაცია;
თ) საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკების, მარკირებული ღია ბარათებისა და მარკირებული კონვერტების) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია;
კ) საფოსტო კავშირის სფეროს ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მისი შემდგომი განვითარების პროგნოზირება;
ლ) საფოსტო კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა;
მ) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
ნ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
5. თანამედროვე ინტერნეტ მედია საშუალებებში სამინისტროს ინტეგრაციისა და კოორდინაციის სამმართველო:
ა) გლობალურ ინტერნეტ მედია (მათ შორის, სოციალურ) ქსელებში სამინისტროს საქმიანობის ინტეგრირებისათვის მაკოორდინირებელი ქმედებების განხორციელება;
ბ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირება;
გ) მსოფლიოს ინტერნეტ მედიისა და სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლებისათვის სამინისტროს საქმიანობის და ძირითადი პოლიტიკური მიმართულებების გაცნობა;
დ) მსოფლიოს გლობალური სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. გიორგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები