დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2325 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/06/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 01/07/2003 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.291 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსშიდამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო” ქვეპუნქტი:
„ო. სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მოხმარდება რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) და თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას.”.
2. 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ” ქვეპუნქტი:
„ნ. სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებათა ქონება.”.
3. 158-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ” ქვეპუნქტი:
„უ. სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ გამოიყენება არასამედიცინო ეკონომიკური საქმიანობისათვის.”.
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და 2003 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს ინსტრუქცია სამედიცინო დაწესებულებების მიწისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლების წესის შესახებ.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 6 ივნისი.
№2325–IIს
დოკუმენტის კომენტარები