„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016074
  • Word
14
15/03/2012
ვებგვერდი, 21/03/2012
010250020.35.105.016074
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 15 მარტი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის 14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №14 დადგენილებაში (სსმ, 14/07/2010წ) (სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.004431) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,გ“. საკრებულოს დებულების (რეგლამენტი), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;“

ბ) დებულების №1 დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ“.            დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში;“

გ) დებულების №1 დანართის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უ“. საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიათა დებულებებს; გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებებს; ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას;“;

დ) დებულების №1 დანართის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. საკრებულოს გამსვლელი სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთან ერთად;“ .

2. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია