„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3559
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 12/03/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016039
  • Word
3559
12/03/2012
ვებგვერდი, 19/03/2012
000000000.00.00.016039
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №3559

2012 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №5):

ა) მე-5 მუხლში:

ა.ა)„გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამეურნეო სამმართველო:

.ა) აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის განყოფილება;

გ.ბ) ტრანსპორტის მართვისა და უზრუნველყოფის განყოფილება.“;

ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველო.“;

ბ) მე-6 მუხლში:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი მატერიალური ფორმის სერტიფიკატების, სანებართვო მოწმობის ფორმების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მკაცრი აღრიცხვის სხვა ფორმების ბეჭდვის ორგანიზება;“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა;

გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ბ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სამეურნეო სამმართველო, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულის გარდა, სხვა ფუნქციებს ახორციელებს აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის, აგრეთვე, ტრანსპორტის მართვისა და უზრუნველყოფის განყოფილებების მეშვეობით.“;

ბ.დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. სამეურნეო სამმართველოს აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;

გ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;

დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა შესაბამის სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნით;

ე) შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი მატერიალური ფორმის სერტიფიკატების, სანებართვო მოწმობის ფორმების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მკაცრი აღრიცხვის სხვა ფორმების შენახვა და მათი სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;

ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ბ.ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი:

„33. სამეურნეო სამმართველოს ტრანსპორტის მართვისა და უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;

ბ) საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;

გ) ავტომობილების აღრიცხვა და მათი ტექნიკური გამართულობ უზრუნველყოფა;

დ) ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფა, საწვავის გაცემის აღრიცხვა და კონტროლი;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ბ.ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზაცია, კოორდინაცია და ზედამხედველობა, მათ შორის:

ა.ა) შემოსავლების სამსახურის შენობა-ნაგებობებში საპროექტო/დაგეგმარების სამუშაოების განხორციელება;

ა.ბ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის შენობა-ნაგებობებში ინტერიერის/ექსტერიერის მოწყობის პროექტების მომზადება, დეფექტური აქტების შედგენა, დიზაინის შემუშავება;

ა.გ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების მომზადება;

ა.დ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, მიმდინარე საბაზრო ფასების გათვალისწინებით;

ა.ე) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამშენებლო მასალების შერჩევა და ხარისხის განსაზღვრა;

ა.ვ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინაცია, მათი ხარისხის და ვადების კონტროლი;

ა.ზ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება, შემოწმება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება.“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 13 მარტიდან.

ჯ. ებანოიძე