დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.030.016046 |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №62-№37
2012 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-8 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №228-№188 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 15.10.2010წ., №133, მუხ. 1923) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის მე-9 პუნქტის, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის 21 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:“.
3. ბრძანებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი“.
4. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების და საქართველოს ინტერესთა სექციის (შემდგომში – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება) საკონსულო თანამდებობის პირები საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) კომპეტენციაში შემავალ ზოგიერთ ფუნქციას.“.
5. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის და/ან გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაციას;
ბ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანას;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობების განმეორებით გაცემას;“.
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;“.
გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„თ) სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას;
ი) დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობას.“.
6. ბრძანებით დამტკიცებული წესის 21 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 მუხლი:
„მუხლი 22. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ზოგადი წესი
1. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში, გარდა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის, დაბადების და გარდაცვალების სამოქალაქო აქტის, ასევე დაბადების და გარდაცვალების სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის საქმისწარმოებისა, არ შეიძლება მონაწილეობდეს საკონსულო თანამდებობის პირი, რომელიც:
ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე;
ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია;
გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია.
2. ამ წესის მიზნებისათვის ოჯახის წევრს წარმოადგენს მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მშობელი და მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი.
3. აცილების და თვითაცილების შესახებ განცხადების განხილვა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
4. უფლებამოსილი პირის თანხმობა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულ უნდა იქნეს, დადგენილი წესით შედგენილი/დამოწმებული მინდობილობით (რწმუნებულებით) ან საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო დეპარტამენტის თანამდებობის პირის თანდასწრებით ნების წერილობითი ფორმით გამოხატვით.
5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტი საკონსულო თანამდებობის პირს წარედგინება ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული სახით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ არის გათვალისწინებული ადგილსამოყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.
6. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოყენებული უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები შესაძლოა წარმოდგენილ იქნეს თარგმანის გარეშე, თუ ისინი შედგენილია ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე ან იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო თანამდებობის პირი ფლობს შესაბამის ენას.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმანი შესაძლოა განხორციელდეს საკონსულო თანამდებობის პირის მიერ. თუ თარგმანი განხორციელებულია უცხო ქვეყანაში, მის მიმართ მოქმედებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესი.
8. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების დროს საკონსულო თანამდებობის პირი ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებებით.“.
7. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ოდენობით.“.
8. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების მიერ მომსახურების საფასურის უკან დაბრუნება ხდება მხოლოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეულ/გასაწევ მომსახურებაზე „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების მიერ მომსახურების საფასურის უკან დაბრუნება ხდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების ანგარიშზე აკუმულირებული თანხიდან.“.
9. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის, რომლებიც დელეგირებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამინისტროს ან სააგენტოს ტექნიკური დახმარებით, პერსონალიზებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიწოდება ხდება სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებული წესით.“.
10. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საზღვარგარეთ რეგისტრაცია შეიძლება გაიაროს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც რეგისტრირებული არ არის საქართველოში. აღნიშნული კატეგორია მოიცავს პირებს, რომლებიც საქართველოში რეგისტრაციიდან მოიხსნენ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის საფუძველზე და ასევე პირებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საზღვარგარეთ რეგისტრაციას ექვემდებარებიან ასევე საქართველოში რეგისტრირებული პირები, რომლებსაც დაუდგინდათ ან მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა.”.
11. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონსულო თანამდებობის პირი ხელმძღვანელობს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან, აგრეთვე სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საკონსულო თანამდებობის პირი ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. საზღვარგარეთ საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილნი სააგენტოს ელექტრონული მართვის სისტემით, სამოქალაქო აქტების ჩანაწერი ხორციელდება მატერიალური ფორმით ან სამინისტროს ან სააგენტოს ტექნიკური დახმარებით.“.
12. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილნი სააგენტოს ელექტრონული მართვის სისტემით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობებს განმეორებით გასცემენ მხოლოდ მათთან დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე.“.
13. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 42 და 43 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საზღვარგარეთ საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გარდაცვალების რეგისტრაცია შესაძლოა განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მომართვის ან შეტყობინების საფუძველზე.
43. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლების გარდა, გარდაცვალების მოწმობა შესაძლოა გაიცეს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი აუცილებელია გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების მიზნებისათვის.“.
14. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 43 პუნქტის შემდეგ დაემატოს შედეგი შინაარსის 44 და 45 პუნქტები:
„44. საკონსულო თანამდებობის პირი საკონსულო დეპარტამენტის მეშვეობით ყოველკვარტალურად უზრუნველყოფს მატერიალური ფორმით არსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერების გადაგზავნას სააგენტოში.
45. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი სამინისტროს კომპიუტერული ქსელით, სააგენტოს აწვდის მატერიალური ფორმით არსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის პირველ და მეორე ეგზემპლარს, რომლის დიგიტალიზაციას და მონაცემთა ბაზაში მის განთავსებას განახორციელებს სააგენტო.“.
15. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, მოქალაქის განცხადების საფუძველზე სამოქალაქო აქტის ჩანაწერში განხორციელებული შესწორების, ცვლილების და/ან დამატების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს ცვლილებების, შესწორების და/ან დამატების შეტანას და აღნიშნული ჩანაწერის სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განთავსებას. შესწორების, ცვლილებისა და/ან დამატების თაობაზე შეტყობინება სააგენტოს შეიძლება გაეგზავნოს ელექტრონული ფორმით, ფოტოასლის სახით.“.
16. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-73 პუნქტები:
„71. საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს მხოლოდ მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში მომხდარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას.
72. საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს მხოლოდ მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ხელახალ რეგისტრაციას.
73. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია ბათილად ცნოს მხოლოდ მის საკონსულო ოლქში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ რეგისტრირებული დაბადების და გარდაცვალების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.“ .
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები