საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016047
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
66
13/03/2012
ვებგვერდი, 20/03/2012
010320020.22.030.016047
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/03/2012 - 10/06/2016)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №66

2012 წლის 13 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და საიდუმლო კორესპონდენციაზე მუშაობის მართვ უზრუნველყოფა.

2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაცია, საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

ბ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და შიდა ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა;

) დადგენილი წესით სამინისტროს სახელზე შემოსული და სამინისტროდან გასული საიდუმლო კორესპონდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება, სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის და თანამშრომლებისთვის დროული მიწოდება;

) იმ სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, რომელთაც მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“;

ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მიზნით საიდუმლო დოკუმენტებთან პირთა დაშვება;

ვ) საიდუმლო დოკუმენტებზე/სამუშაოებზე დასაშვებ პირთა გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, მასალების დროულად წარდგენა დაშვების გასაფორმებლად და მათი მოქმედების ვადის კონტროლის უზრუნველყოფა;

 ზ) სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი ნომენკლატურების მომზადება, რომლებიც ექვემდებარება განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებთან დაშვებას;

) სამინისტროს მიერ საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამმართველო უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს სამმართველოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ბ) შესაბამისი უწყებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად;

გ) მოამზადოს ანგარიში სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

    მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

დ) წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების და დაწინაურების შესახებ;

ე) წარადგენს წინადადებებს სამმართველოს შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) პასუხისმგებელია და ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში არსებული საიდუმლო კორესპონდენციის კლასიფიცირებისა და დოკუმენტთბრუნვის კოორდინაციის პროცესს;

) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტაციას;

) კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;

) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამმართველოს ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;

) წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.

4სამმართველოს დანარჩენ მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.