დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.153.016101 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2012 წლის 14 მარტი
ქ. მცხეთა
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2 4-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №12 დადგენილებაში (სსმ,17/02/2012, 190040000.35.153.016096) , კერძოდ:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 3 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ’’.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები