დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016109 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №197
2012 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის‘‘ დებულების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის‘‘ დებულების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით (სსმ III, 30.10.2006წ., №147, მუხ. 2045) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტს დაემატოს „ბ.ე‘‘ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებს.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები