დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120090000.08.002.016460 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №203
2012 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ყ.ბ“, „ყ.გ“ და „ყ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ.ბ) ვეტერანთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადების (გადამზადების) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე ომის ვეტერანებთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების მოძიება-განხორციელების ხელშეწყობას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობის პერსპექტივების განსაზღვრას;
ყ.გ) ვეტერანთა მიმართ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას;
ყ.დ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული პირების აღრიცხვას, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანის მოწმობების დამზადების უზრუნველყოფასა და გაცემას;“;
ბ) „ყ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ.ვ) ომის მონაწილე ხანდაზმული, მარტოხელა ვეტერანების საპატრონაჟო ღონისძიებებისა და მათი მოხუცთა თავშესაფარში მოთავსების ორგანიზებას; სამშობლოს დაცვისას დაღუპულ, აგრეთვე ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად გაწეული მუშაობის კოორდინაციასა და მონიტორინგს;“;
გ) „ყ.კ“, „ყ.ლ“ და „ყ.მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ.კ) ვეტერანთა სამედიცინო დახმარების, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვებისა და მოხსენებების მომზადებას და ამ მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;
ყ.ლ) დეპარტამენტის ამოცანების განხორციელებისათვის საინფორმაციო ცნობარის, ჟურნალის, ბუკლეტების დაბეჭდვის უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;
ყ.მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვეტერანების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების მიზნით წარდგინების მომზადებასა და შესაბამისი ქვედანაყოფისათვის გადაცემას;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები