დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის № 22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-10/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470060000.22.035.016130 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-10/ნ
2012 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებით (სსმ, №12, 04.02.2004, მუხლი 112) დამტკიცებული ნარკოტიკული საშუალებების ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის წესების (დანართი №2):
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამკურნალო საშუალებების იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტისა და ამავე სააგენტოს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის- შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სანებართვო მოწმობის საფუძველზე.“.
2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს „21“, ,,22” და „23“ პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„21. ნებადართულია სამკურნალო საშუალებების საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით, საწყობში/ტერმინალში განთავსება.
22. იმპორტისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანა და საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით, საწყობში/ტერმინალში განთავსება, ნებადართულია სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადით.
23. იმ სამკურნალო საშუალებების, რომლებიც არ არის განკუთვნილი იმპორტისათვის, საქართველოში შემოტანა და საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით საწყობში/ტერმინალში განთავსება ხორციელდება წინასწარი შეთანხმებისა და ნებართვის მოწმობის გარეშე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები