,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.168.016053
  • Word
9
13/03/2012
ვებგვერდი, 19/03/2012
010250020.35.168.016053
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილებ 9

2012 წლის 13 მარტი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს 19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს 19 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე -3 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.“ ;

ბ) მე -8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით:

„1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი.“ ;

გ) მე -10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

     „მუხლი 10. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქ. სიღნაღი

ბ) ქ. წნორი

გ) სოფელი ანაგა

დ) სოფელი ვაქირი

ე) სოფელ საქობოს თემი ( სოფელი მაშნაარი)

ვ) სოფელი ბოდბისხევი

ზ) სოფელი ჯუგაანის თემი (სოფელი ერისიმედი)

თ) სოფელი ტიბაანი

ი) სოფელი ქვ. მაჩხაანის თემი (სოფელი ხირსა და სოფელი ხორნაბუჯი)

კ) სოფელი ძვ. ანაგა

ლ) სოფ. ნუკრიანი

მ) სოფელი მაღარო

ნ) სოფელი ბოდბე

ო) სოფელი ილიაწმინდა .

3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“ ;

დ) მე -11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები;“ ;

ე) მე -12 მუხლის მე -2 პუნქტის „ა.ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;“ ;

ვ) მე -12 მუხლის მე -2 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„კ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;“ ;

ზ) მე -12 მუხლის მე -2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„ნ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;“;

თ) მე -15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (შემდგომ – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. რწმუნებულის საქმიანობისთვის ხელის შეწყობის მიზნით, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოში ინიშნებიან სხვა მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობა და რანგირება ადმინისტრაციული ერთეულის ფართობის, მოსახლეობის რაოდენობისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

5. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი, რომელთა გამოყენების წესი განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით.

6. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

8. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“.

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       . ზედელაშვილი