შპს"სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
შპს"სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს"სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"
მიღების თარიღი 13/03/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
13/03/2012
ვებგვერდი, 14/03/2012
შპს"სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
შპს"სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"

განცხადება

შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ დებულებაში (დამტკიცებულია პარტნიორთა 28.12.2009 წლის კრების ოქმით და გამოქვეყნებულია 30.20.2010 წლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ 264-265, დებულების 16.03.2011 წლის მდომარეობით რედაქცია გამოქვეყნებულია სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესმეშვეობით) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების 12.24 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„12.24. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებიდან ან შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის განხილვა შესაძლებელია როგორც შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” მიერ, ასევე საერთო სასამართლოების წესით, რომელიმე მხარის მიერ საარბიტრაჟო სარჩელით მომართვის შემთხვევაში არბიტრაჟი შესთავაზებს მხარეს დავის შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ მიერ განხილვას. თუ მოპასუხე მხარე განაცხადებს თანხმობას, მაშინ არბიტრაჟი განიხილავს საქმეს, ხოლო თუ მოპასუხე უარს განაცხადებს, ან საერთოდ არ გამოეხმაურება არბიტრაჟის მიმართვას, მაშინ არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელს თავისი დადგენილებით დატოვებს განუხილველს, ხოლო საარბიტრაჟო მოსარჩელეს უკან დაუბრუნდება მის მიერ შემოტანილი დოკუმენტები და გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 80%, ამასთან, ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო შენატანი არ შეიძლება იყოს 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე ნაკლები.”.

2. ცვლილებები ძალაში შედის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.