დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016093 |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2012 წლის 9 მარტი
ქ. სენაკი
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 08/02/2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოხელეთა თანამდებობის დასახელება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც გამგებლის წარდგინებით მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დადგენილებით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები