„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016092
  • Word
13
09/03/2012
ვებგვერდი, 19/03/2012
010260020.35.108.016092
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2012 წლის 9 მარტი

ქ. სენაკი

 „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge. 08.02.2012წ. , სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016085) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება:

  ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების (დანართი №1) (შემდგომში _ დებულება) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოხელეთა თანამდებობის დასახელება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც გამგებლის წარდგინებით მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო მოხელეა თანამდებობრივი სარგობი საკრებულოს დადგენილებით.“;

 ბ) დებულების მე-4 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ტ) საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                ბ. ნარმანია