დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2298 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/05/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 13/06/2003 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.284 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ. დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას _ დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ამ სხვა თანხის მოცულობა. ამასთან, არასახელმწიფო საპენსიო და ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის შემთხვევაში დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას ერთობლივ შემოსავალში მიღებული სარგებლის სახით არ შეიტანება გადახდილი სადაზღვევო პრემია ან სხვა თანხა, რომლის ოდენობა არ აღემატება დაქირავებულის ხელფასის 30 პროცენტს, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარს წელიწადში;”
2. 42-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წლიური დეკლარაციის მიხედვით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი მცირდება ფიზიკური პირის მიერ წელიწადში 3000 ლარამდე მიღებულ დივიდენდებზე ან პროცენტებზე გადახდილი გადასახადის თანხით, თუ არსებობს მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დასაბეგრი ობიექტის არარსებობის შემთხვევაში გადამხდელს გადახდილი გადასახადის თანხა უბრუნდება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით, 87-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.”.
3. 43-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ. გრანტი, კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული პენსია სახელმწიფო სტიპენდია და სახელმწიფო დახმარება;”;
ბ) „მ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ” ქვეპუნქტი:
„ნ. ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით ან/და ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის 30 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარისა წელიწადში, რომელიც მიმართულია არასახელმწიფო საპენსიო და ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის განსახორციელებლად. ამასთან, მიზნობრივად გამოყენების პერიოდის დადგომამდე (საპენსიო ასაკის მიღწევა ან სხვა შესაბამისი სადაზღვევო შემთხვევის დადგომა) აღნიშნული თანხის უკან გატანის შემთხვევაში მისი დაბეგვრა განხორციელდება გაცემის წყაროსთან, მოქმედი წესის შესაბამისად.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 21 მაისი.
№2298–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები