დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370070000.35.159.016084 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2012 წლის 9 მარტი
ქ. მარნეული
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა- ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №7 დადგენილებაში (სსმ, 07.02.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი 370070000.35.159.016074) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების დანართ 1-ს დაემატოს სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განაკვეთები.“;
დადგენილების მე- 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა- ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას ქონების სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო ფასის 30 პროცენტით.”.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები