ს.ს."საქწყალპროექტი"-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

  • Word
ს.ს."საქწყალპროექტი"-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21-01/25
დოკუმენტის მიმღები ს.ს."საქწყალპროექტი"
მიღების თარიღი 09/03/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
21-01/25
09/03/2012
ვებგვერდი, 13/03/2012
ს.ს."საქწყალპროექტი"-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
ს.ს."საქწყალპროექტი"

განცხადება

სს „საქწყალპროექტის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 სააქციო საზოგადოება „საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 5 აპრილს, დღის 13 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11/ჭავჭავაძის 74ა.

სს „საქწყალპროექტის”  სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 7 მარტი.

 

დღის წესრიგი:

1. 2011 წლის დირექტორის ანგარიში და სამეურნეო შედეგების დამტკიცება;

2. სს „საქწყალპროექტის”  ქ.თბილისში (თეთრი ხევის დასახლება, სამგორის II შესახვევი, 4300 მ2 ) მდებარე უძრავი ქონების გასხვისება;

3. წლიური მოგების განაწილების საკითხი.

  დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საქწყალპროექტის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

    კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

 –  ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2012 წლის 7 მარტის მდგომარეობით.  

  აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ ს/ს „საქწყალპროექტის” რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის №11/ჭავჭავაძის 74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60. 

დირექტორი                              გ. ფალავანდიშვილი