დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ! | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ბანკი |
| მიღების თარიღი | 09/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ
ორი ათას თორმეტი წლის 9 თებერვალს „ბენქ ოფ ჯორჯია ჰოლდინგზ პლს”-ს (Bank of Georgia Holdings Plc) (2011 წლის 14 ოქტომბერს ინგლისსა და უელსში დაფუძნებული და რეგისტრირებული კომპანიის, რეგისტრაციის ნომრით 7811410) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. სს „საქართველოს ბანკის“ იურიდიული მისამართის ცვლილება და წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
2. სს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1 საკითხი – სს „საქართველოს ბანკის“ იურიდიული მისამართის ცვლილება და წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება:
1. შეიცვალოს სს „საქართველოს ბანკის“ იურიდიული მისამართი და იურიდიულ მისამართად განისაზღვროს მისი ადმინისტრაციის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი: საქართველო, თბილისი 0160, გაგარინის ქ. №29ა;
2. სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 1.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.4 „ბანკის“ იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0160, გაგარინის ქ. №29ა;“.
2 საკითხი – სს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შესახებ:
1. 2012 წლის 1 მარტიდან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა. წლიური ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):
● სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – 107,500 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
● სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე – 40,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
● სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – 30,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
● სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც არიან ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეების წარმომადგენლები, არ გადაეხდებათ ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის.
ბ. დამატებითი წლიური ანაზღაურება კომიტეტის წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):
● აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე – 15,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
● აუდიტის კომიტეტის წევრი – 11,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
● სხვა კომიტეტის თავმჯდომარე - 11,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
● სხვა კომიტეტის წევრი – 7,500 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
● სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ან/და სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც არიან ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეების წარმომადგენლები, არ გადაეხდებათ დამატებითი ანაზღაურება კომიტეტის წევრობისათვის.
2. ანაზღაურების გადახდა მოხდება ყოველი კალენდარული კვარტალის დასრულების შემდეგ 20 დღის განმავლობაში.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ 2012 წლის 1 მარტამდე არსებული დავალიანების გადახდა განხორციელდება ფულადი ფორმით, აუნაზღაურებელი პერიოდის პროპორციულად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები