ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.128.016081
  • Word
8
05/03/2012
ვებგვერდი, 15/03/2012
190040000.35.128.016081
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2012 წლის 5 მარტი

აბა ხარაგული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე.

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ". (საკანონმდებლო მაცნე №29, 2010 წლის 24 სექტემბერი, მუხლი 824) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილი იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ".

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – 700 ლარი".

2. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1 1) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (სპეციალისტი) 300 ლარი".

3. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-2 და მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (მთავარი სპეციალისტი) 420 ლარი".

,,3) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (წამყვანი სპეციალისტი) 400 ლარი".

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე          ა . მაჭავარიანი