დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5743-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.016614 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 127-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, როდესაც არსებობს მტკიცებულების განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების საშიშროება, შემთხვევის ადგილის დაცვის უზრუნველმყოფ უფლებამოსილ თანამდებობის პირს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე შეუძლია მტკიცებულების ფიქსაცია ტექნიკური საშუალების გამოყენებით და შენახვა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 2 მარტი.
№5743-Iს
დოკუმენტის კომენტარები