„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 02/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2004
სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.05.001.001.280
  • Word
2283
05/08/2003
სსმ, 13, 02/06/2003
190.020.000.05.001.001.280
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996წ., გვ.18) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებართვების, ლიცენზიების გაცემისა და სხვა სახის სახელმწიფო (ან სახელმწიფოს სახელით) მომსახურების გაწევიდან მიღებული მოსაკრებელი და საფასური, გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ტარიფის დადგენისა და რეგულირების საფასურისა, რომელიც გამოიყენება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული წესით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული რეგულირების ყოველწლიური საფასურისა, აგრეთვე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების საფასურისა, „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის გადახდევინებული ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების 50%-ისა, რომელიც მიემართება შესაბამისი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულების სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2283–IIს