დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016452 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №174
2012 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ 2012 წლის 22 თებერვალს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული მემორანდუმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები