დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.107.016083 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2012 წლის 5 მარტი
დ. ჩხოროწყუ
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 21.10.2010 წელი; 0110.260.020.35.107.016.006):
1. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო დაბა ჩხოროწყუში (სამოქმედო ტერიტორია – დაბა ჩხოროწყუ, სოფელი გარახა);
ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ლესიჭინეს თემში (სამოქმედო ტერიტორია – ლესიჭინეს თემი სოფლები: ლესიჭინე, მე-2 ლესიჭინე, ოჩხომური);
გ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ხაბუმეს თემში (სამოქმედო ტერიტორია – ხაბუმეს თემი სოფლები: ხაბუმე, მოიდანახე, ჯუმითი);
დ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჭოღის თემში (სამოქმედო ტერიტორია – ჭოღის თემი სოფლები: პირველი ჭოღა,მეორე ჭოღა, ლექობალე);
ე) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მუხურის თემში (სამოქმედო ტერიტორია – მუხურის თემი სოფლები: მუხური, ლეგახარე, ქოყო);
ვ) ტერიტორიული ორგანო კირცხის თემში (სამოქმედო ტერიტორია – კირცხის თემი (სოფლები: კირცხი, სარაქონი,));
ზ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ზუმში (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზუმი);
თ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ნაფიჩხოვოს თემში (სამოქმედო ტერიტორია – ნაფიჩხოვოს თემი სოფლები: ნაფიჩხოვო, ლედარსალე, ხანწკი);
ი) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქვედაჩხოროწყუს თემში (სამოქმედო ტერიტორია – ქვედაჩხოროწყუს თემი სოფლები: ქვედაჩხოროწყუ, ლეჯიქე);
კ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ნაკიანის თემში (სამოქმედო ტერიტორია – ნაკიანის თემი სოფლები: ნაკიანი, ლეახალე, ლექარჩე);
ლ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ლეწურწუმეს თემში (სამოქმედო ტერიტორია – ლეწურწუმეს თემი სოფლები: ლეწურწუმე, ნაგვაზაო,ჯუმითი);
მ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ თაიაში (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი თაია);
ნ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ახუთის თემში (სამოქმედო ტერიტორია – ახუთის თემი სოფლები: ახუთი, მონგირი).
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპიური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები