დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.107.016081 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 5 მარტი
დ. ჩხოროწყუ
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის 11 ნაწილის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის №2 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 22.02.2011 წელი, 200130000.35.107016044) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. „მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 67 ლარი;
ბ) სათიბები ( ბუნებრივი და გაკულტურებული) – 18 ლარი;
გ) საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 12 ლარი”.
2. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
ტყის მიწები (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით) – 30 ლარი.“.
3. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები ) – 3 ლარი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები