გადასახადების გადახდის დაგვიანებისათვის დარიცხული ორპროცენტიანი საურავის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
გადასახადების გადახდის დაგვიანებისათვის დარიცხული ორპროცენტიანი საურავის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 769
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 29/06/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 00000000000000000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
769
29/06/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 29/06/1995
00000000000000000000
გადასახადების გადახდის დაგვიანებისათვის დარიცხული ორპროცენტიანი საურავის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

გადასახადების გადახდის დაგვიანებისათვის დარიცხული ორპროცენტიანი საურავის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. გათავისუფლდეს ყველა იურიდიული პირი „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ და „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 11 ნოემბრის კანონებით დადგენილი გადასახადების გადახდის დაგვიანებისათვის 1994 წლის 1 დეკემბრიდან 1995 წლის 1 აპრილამდე ყოველდღიური ორპროცენტიანი საურავით დარიცხული თანხების გადახდისაგან.

2. იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც პირველ პუნქტში აღნიშნული საურავი ნაწილობრივ ან მთლიანად აქვთ გადახდილი, შესაბამისი თანხა ჩაეთვალოთ მომავალი გადასახადების ანგარიშში.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                                                   ედუარდ შევარდნაძე 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                            ვახტანგ გოგუაძე

თბილისი

1995 წლის 29 ივნისი.

769-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2009 წლის 25 თებერვლის კანონი1004-I - სსმ I, №3, 11.03.2009 ., მუხ.10