დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.155.016076 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/03/2012 - 11/04/2012)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2012 წლის 6 მარტი
ქ. წალკა
წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -7 მუხლის პირველი ნაწილის, 202 -ე, 204 -ე მუხლების, 206 -ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის და „სასოფლო -სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №23 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე
დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
1. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:
|
№ |
მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სათიბი (მათ შორის , გაკულტურებული) | 20 |
| 2 | საძოვარი(მათ შორის , გაკულტურებული) | 16 |
| 3 | სახნავი (მათ შორის , მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო | 77 |
2. ტყის მიწებისათვის , რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 1 ჰა-ზე 35 ლარის ოდენობით.
3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 1 ჰა-ზე 3 ლარის ოდენობით.
4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:
| № | ტერიტორია | ტერიტორიული კოეფიციენტი | საბაზისო განაკვეთი | გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ |
| 1 | ქ. წალკა | 0.5 | 0,24 | 0.12 |
| 2 | დაბები, სოფლები, დასახლებათა შორის არეალები | 0.25 | 0,24 | 0.06 |
| 3 | დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები (50 მ. რადიუსი) თითოეულ მხარეს | 0.25 | 0,24 | 0.06 |
5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი .
6. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
7. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
8. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები