სს საგზაო კომპანია „თბილისი“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს საგზაო კომპანია „თბილისი“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-14/43
დოკუმენტის მიმღები სს საგზაო კომპანია „თბილისი“
მიღების თარიღი 06/03/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1-14/43
06/03/2012
ვებგვერდი, 07/03/2012
სს საგზაო კომპანია „თბილისი“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს საგზაო კომპანია „თბილისი“

განცხადება

სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია თბილისის“

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე, 2012 წლის  27 მარტს 1300 საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას I შეს., №33 (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).

 

საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:

1. საზოგადოების აქციონერების განცხადების განხილვა.

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 16 მარტი. სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან შპს „კაპიტალ-რეგისტრთან“ (ჭავჭავაძის გამზ., №55, ტელ.: 230384).

აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2012 წლის 27 მარტს 1200 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და წარმომადგენლობის შემთხვევაში მინდობილობა.

აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში  ქ. თბილისი, კოსტავას I შეს., №33, ტელ.: 2 931909

 

სს საგზაო კომპანია თბილისის”

დირექტორი                                                            . სურამელაშვილი