დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016334 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №74
2012 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხლი 557) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საინფორმაციო სისტემების და ახალი სერვისების დანერგვა და განვითარება.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) ახორციელებს სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვას, განვითარებას, ადმინისტრირებას და მომსახურებას.“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები