დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016333 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 73
2012 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
„ საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, № 172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება რეგისტრაციაში
გასატარებელი სსა, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი;”;
ბ) მე-7 პუნქტის “ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება რეგისტრაციაში გასატარებელი სსა, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი.“;
გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. სსა-ს რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის განმცხადებელმა განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს (იურიდიულ პირს - GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში) უნდა წარუდგინოს სსა და მასზე გაცემული სარეგისტრაციო ბარათი (GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში, სარეგისტრაციო ბარათის წარდგენა სავალდებულო არ არის). რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, ხორციელდება სსა-ის გაუნაშთავი ჯამის (აპარატის მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია) ამობეჭდვა რეგისტრაციის დღიდან მოხსნის დღემდე (გარდა GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევისა) და მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. პირს, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში, გადაეცემა სსა და ცნობა მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №6), რომელშიც ასახულია ინფორმაცია რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის, გაუნაშთავი ჯამის და ,,Z“ ანგარიშის რაოდენობის შესახებ.“.
2. 191 მუხლის მე-6 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სსა-ის განთავსების ფაქტობრივი მისამართი, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი;“.
3. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პირს გააჩნია სსა, მაგრამ არ არის დარეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში მის სახელზე;”.
4. დანართები №5, №6, №7, №71 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . გვინდაძე
დანართი №5
საკონტროლო-სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათი №
1. საკონტროლო- სალარო აპარატი
|
|
2. საქარხნო ნომერი (მოდელის დასახელება)
|
|
|
|
3. კუთვნილება (პირის დასახელება/სახელი და გვარი,
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)
|
|
4. რეგისტრირებულია (საგადასახადო ორგანოს/იურიდიული
პირის დასახელება)
|
|
5. საკონტროლო-სალარო (რიცხვი, თვე, წელი)
აპარატის რეგისტრაციის თარიღი
|
|
6. გამოყენება ნებადართულია (ფაქტობრივი მისამართი, ხოლო დისტრიბუციის
შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი)
|
|
|
საგადასახადო ორგანოს/იურიდიული
პირის უფლებამოსილი პირი:
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა
დანართი №6
ც ნ ო ბ ა №
საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ
ცნობა ეძლევა
|
|
პირის დასახელება/სახელი და გვარი,
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)
|
|
მასზე, რომ მისი კუთვნილი (მოდელის სახელწოდება და საქარხნო ნომერი)
საკონტროლო-სალარო აპარატი
|
|
რომელიც გამოიყენებოდა ფაქტობრივი მისამართი, ხოლო დისტრიბუციის
შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი)
რომლის გაუნაშთავი ჯამის მონაცემებია
|
|
(მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია
ციფრობრივად და სიტყვიერად)
და „Z“ ანგარიშის №
|
|
(ციფრობრივად, სიტყვიერად)
მოხსნილია რეგისტრაციიდან
|
|
(საგადასახადო ორგანოს/იურიდიული
პირის დასახელება)
|
|
რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
საგადასახადო ორგანოს/ იურიდიული
|
|
|
პირის უფლებამოსილი პირი: (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა
დანართი №7
საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის მონაცემები
|
№ | პირის დასახ ელება | სამარ თლებ რივი ფორმა | საიდენტ იფიკაცი ო/პირად ი ნომერი | საკონ ტროლ ო სალარ ო აპარა ტის მოდე ლი | საკონტ როლო- სალარო აპარატ ის კოდი | საქა რხნო ნომე რი | საკონტრო ლო სალარო აპარატის გამოყენებ ის ფაქტობრი ვი მისამართი ხოლო დისტრიბ უციის შემთხვევა ში პირის იურიდიუ ლი მისამართი | საკონ ტროლ ო სალარ ო აპარა ტის სარეგ ისტრა ციო ბარათ ის ნომერი | საკონ ტროლ ო სალარ ო აპარა ტის რეგის ტრაცი ის თარი ღი | გაუნაშ თავი ჯამის მონაცემ ები | „Z“ ანგარ იშის ნომერ ი | საკონტ როლო სალარო აპარატ ის რეგისტ რაციიდ ან მოხსნი ს ნომერი | რეგისტ რაციიდ ან მოხსნი ს თარიღი | რეგისტ რაციაზ ე/რეგის ტრაციი დან მოხსნა ზე პასუხის მგებელ ი პირის სახელი და გვარი | შენიშვნა | ||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
დანართი №7 1
საკონტროლო-სალარო აპარატის დალუქვის ჟურნალი
|
N |
გადამხდელის დასახელება |
საიდენტიფიკაციო/პი რადი ნომერი | სსა-ის განთავსების ფაქტობრივი მისამართი, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი |
სსა-ის საქარხნო ნომერი |
ლუქის ნომერი |
ლუქის დადების თარიღი |
შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები