„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვალის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.147.016025
  • Word
8
05/03/2012
ვებგვერდი, 13/03/2012
190040000.35.147.016025
„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვალის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2012 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ერდვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,ერდვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №1 დადგენილებაში (10/02/2012; 190.040.000.35.147.016.018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერდვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, გაწეული ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი განისაზღვროს თვეში არა უმეტეს 135 (ას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. დაევალოს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის შესაბამისი აღრიცხვის წარმოება“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            . ბერუაშვილი