სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკი“–ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე

  • Word
სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკი“–ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/03/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
344
02/03/2012
ვებგვერდი, 07/03/2012
სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკი“–ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება 344

2012 წლის 2 მარტი    

ქ. თბილისი

სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის, ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის 159 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის 225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულებულად ჩაითვალოს სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის ლიკვიდაციის პროცესი.

2. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და რეესტრში სათანადო ჩანაწერის გაკეთების თაობაზე.

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისთვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე

ვიცე-პრეზიდენტი                                                ო. ნადარია