საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1343
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 08/04/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.052
  • Word
1343
20/03/2002
სსმ, 8, 08/04/2002
200.000.000.05.001.001.052
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვის „დაკისრება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე გადასახადების აკრეფა საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადებზე ადრე“.

2. მე-6 მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს „ა“ ქვეპუნქტი.

3. 154-ე მუხლში რიცხვი „0,24“ შეიცვალოს რიცხვით „0,15“.

4. 203-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლის გადასახადის გადამხდელად, თუ იგი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გაივლის“.

5. 209-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 223-ე მუხლის მე-4 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:

„აღნიშნული სანქცია არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების დაწყების მომენტისათვის მატერიალური ფასეულობა ან/და საქონელი აღრიცხულია საბუღალტრო დოკუმენტებში, ხოლო დანაკლისის თანხა ასახულია საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარაციაში.“.

7. 252-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ გამოიყენება, თუ გადასახადის გადახდა დაგვიანდა შესაბამისი ორგანოების მიერ მიცემული არასწორი წერილობითი მითითებების შედეგად.“.

8. 254-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ გამოიყენება, თუ დეკლარაციაში და გაანგარიშებებში დაშვებული შეცდომა არ იწვევს ბიუჯეტში გადასახდელი თანხის შემცირებას ან დაგვიანებას.“.

9. 273-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსუბუქი ავტომანქანების იმპორტი იბეგრება შემდეგნაირად:

ა) მსუბუქი ავტომანქანების იმპორტი საბაჟო გადასახადის, დღგ-ისა და აქციზის ნაცვლად იბეგრება ფიქსირებული გადასახადით, ძრავის მოცულობისა და მანქანის წლოვანების მიხედვით. გადასახადი გამოიანგარიშება ძრავის მოცულობისა (სმ3) და მანქანის წლოვანების შესაბამისი ნიხრის ნამრავლით. იმპორტირებული მსუბუქი ავტომანქანის წლოვანების შესაბამისი ნიხრი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა.ა) უცხოური მსუბუქი ავტომანქანებისა:

 

წლოვანება

ახალი და 1 წლის

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15 წლისა და ზევით

თანხა ლარებში

1,00

0,90

0,80

0,70

0,60

0,50

0,40

0,40

0,40

0,40

0,40

0,40

0,50

0,60

0,70

 

ა.ბ) რუსეთის ფედერაციაში წარმოებული მსუბუქი ავტომანქანებისა:

 

წლოვანება

ახალი და 6 წლამდე

6-დან 11 წლამდე

11 წლისა და ზევით

თანხა ლარებში

0.50

0,60

1,00

 

ბ) იმპორტული მსუბუქი ავტომანქანების მიწოდება დღგ-ით არ იბეგრება.“;

ბ) მე-60 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61-ე ნაწილი:

„61. ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 209-ე მუხლი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2003 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 20 მარტი.

№1343–რს