დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.10.003.016749 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №76
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში (სსმ, www.matsne.gov.ge, 290160000.10.003.016652, 30/12/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა1“ ქვეპუნქტი:
„ა.ა1) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილების (№1 დანართი) „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ „სტაციონარული მომსახურების“ კომპონენტის „მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში, 1.6 დანართით განსაზღვრული მიმწოდებლისათვის (შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“), 2012 წლის 1 მარტიდან არ გავრცელდეს ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ყოველთვიური თანხის გაანგარიშების წესი და შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ყოველთვიური ლიმიტი განისაზღვროს 295,820.78 ლარის ოდენობით;“.
2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების უწყვეტად შესრულების პერიოდში საჭირო საწვავის შესყიდვა განხორციელდეს სააგენტოს მიერ;“.
3. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 13) პროგრამის სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ (თვის ლიმიტი – 51 511,2 ლარი) და შპს „ხელვაჩაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“ (თვის ლიმიტი – 23 380,2 ლარი) განისაზღვრონ მიმწოდებლებად 2012 წლის 24 იანვრის ჩათვლით. 2012 წლის 25 იანვრიდან შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა“ და შპს „ხელვაჩაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის მიერ „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას უზრუნველყოფს შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ (თვის ლიმიტი – 74 891,4 ლარი). ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაცვლების მიზნით სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.“.
4. პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. 2011 წლის „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“, „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ სტრატეგიული ვაქცინებისა და შრატების შესყიდვის კომპონენტის და „ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის უწყვეტად განხორციელების მიზნით, პროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელ სუბიექტებად, სამინისტროს ნაცვლად, განისაზღვრონ ცენტრი და სააგენტო, დანართის შესაბამისად. სამინისტრომ უზრუნველყოს ცენტრისა და სააგენტოსათვის ამ პროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებებისა და შესყიდული საქონლის (მედიკამენტები, სამედიცინო დანიშნულების საქონელი და საკვები დანამატები) ეტაპობრივი გადაცემა, მაგრამ არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტამდე (გარდამავალი პერიოდი), თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებლად ცენტრი ან სააგენტო განისაზღვროს იმ დღიდან, როდესაც უფლებამოსილ მხარეთა შორის გაფორმებული იქნება შესაბამისი დოკუმენტები (ხელშეკრულება/შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.), ამასთან:
ა) სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული პროგრამების ფარგლებში შესყიდვების პროცესში აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების გადაცემა ცენტრისა და სააგენტოსათვის;
ბ) სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მის ბალანსზე რიცხული მედიკამენტებისა და საკვები დანამატების ცენტრისა და სააგენტოსთვის გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღისათვის არსებული ნაშთები (შეძენილი, გახარჯული, დარჩენილი საქონელი, გადარიცხული თანხები და ა.შ.), წლების მიხედვით;
გ) ცენტრმა და სააგენტომ უნდა უზრუნველყონ გარდამავალ პერიოდში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების ჩანაცვლება და მიწოდებული მედიკამენტებისა და საკვები დანამატების მიღება;
დ) ცენტრმა და სააგენტომ უნდა უზრუნველყონ გარდამავალ პერიოდში დასრულებული ტენდერით და გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით სამინისტროსათვის დაკისრებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების შესრულება;
ე) გარდამავალ პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში, მიეცეთ უფლება ცენტრსა და სააგენტოს, იხელმძღვანელონ ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული უფლებით და გააგრძელონ/გააფორმონ ხელშეკრულება პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების/უფლებამოსილებების დაცვით.“.
5. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:
„121. ამ მუხლის მე‑12 პუნქტის ფარგლებში, თუ ხელშეკრულების მხარე არის უცხოელი კონტრაჰენტი (მიმწოდებელი), გარდამავალი პერიოდი განისაზღვრება შესაბამის ხელშეკრულებათა ფარგლებში უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების სრულად გადაცემამდე. ამასთან, გარდამავალი პერიოდის მიუხედავად, 2012 წლის 1 მარტიდან სააგენტომ უზრუნველყოს არსებული მარაგების განკარგვისა და ამ ხელშეკრულებების ფარგლებში სამინისტროს მიერ შეძენილ ან/და საჩუქრად მიღებულ მედიკამენტებთან/საქონელთან დაკავშირებული ლოჯისტიკური ხარჯების (განბაჟება, ტრანსპორტირება, დასაწყობება, გაცემა და ა.შ.) ანაზღაურება 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის „35 03 03 06“ პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 2011 წლის „სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯების“ კომპონენტის უწყვეტობის ფარგლებში.“.
6. დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 29 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
„დანართი
* საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა“.“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები