დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.153.016098 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2012 წლის 5 მარტი
ქ. მცხეთა
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის № 8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ‘’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საგასახადო კოდექსის XXIX თავის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1 . შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №8 დადგენილებაში (სსმ, 13/02/2012, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.153.016092), კერძოდ :
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 4. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი შეადგენს :
| სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა) | |||
| სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწებისთვის 1ჰა
82 ლ | სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 1 ჰა | საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 1 ჰა | ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით
82 ლ |
| 20ლ | 16 ლ | ||
2. ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა . კალანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები