დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 166 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 06/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016105 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №166
2012 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებით (სსმ III, 04.08.2010 წ., №96, მუხ.1421) დამტკიცებული წესდების 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ლიცეუმი საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებთან და სამხედრო მომზადებასთან ერთად ახორციელებს პანსიონურ მომსახურებას, უზრუნველყოფს კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებითა და კვებით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ხოლო იმ კადეტებისათვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში პირველ საგანმანათლებლო პროგრამად აირჩევენ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ლიცეუმი უფლებამოსილია უზრუნველყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა და ზემოაღნიშნული მომსახურება ერთიანი ეროვნული გამოცდების დამთავრებამდე.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
დოკუმენტის კომენტარები