ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

  • Word
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.158.016076
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
12
06/03/2012
ვებგვერდი, 12/03/2012
200230000.35.158.016076
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/03/2012 - 03/04/2012)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2012 წლის 6 მარტი

ქ. ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2.

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

) 40 000 -დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვისსაგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვისსაგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

 100

2

საკარმიდამო

100

3

სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

 20

4

საძოვარ (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული)

 16

5

ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)

 40

6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

 3

მუხლი 5.

ტერიტორია

საბაზისო

განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის

განაკვეთი

(ლარი)

1

ქ. ბოლნისში

0.24

0.38

0.0912

2

დაბაში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილი გზების 50 მეტრის რადიუში

0.24

0.19

0.0456

3

სოფლები და დასახლებათა შორის არეალში

0.24

0.114

0.0274

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:

    მუხლი 6.

1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206- მუხლი.

    მუხლი 7.

1 .ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის 23 დადგენილება.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ . საბიაშვილი