დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016073 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/03/2012 - 27/03/2012)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი (დანართი №1).
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ . ლეთოდიანი
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი ადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელის – ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის (შემდგომში – რწმუნებული) მიერ ბეჭდის გამოყენების საფუძველსა და პირობებს.
მუხლი 2. რწმუნებულის ბეჭედი და ხელმოწერა
1) რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომელიც მას გადაეცემა გამგებლის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით.
2) რწმუნებულის ბეჭედი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას შესრულებული დოკუმენტის დასამოწმებლად.
3) ბეჭდის ანაბეჭდი დაისმება ისე, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერი პირის თანამდებობის დასახელების ნაწილი. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისაგან, ბეჭედი დაისმება ისე, რომ მან მოიცვას ყველა ფურცელი.
4) შესრულებულ მოქმედებას რწმუნებულის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არ აქვს იურიდიული ძალა.
5) იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი ხელმოწერილია რწმუნებულის მიერ და არ აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ რწმუნებულს ბეჭდის დასასმელად. თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც რწმუნებულს ჰქონდა მოქმედების შესრულების მომენტისათვის განადგურებულია, მაშინ რწმუნებული ვალდებულია ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შემდეგ დოკუმენტზე გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.
6) რწმუნებული პასუხისმგებელია ბეჭდის უსაფრთხო შენახვისათვის. ბეჭდის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია, გარდა ამ მუხლის „თ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7) ბეჭდის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში რწმუნებული ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
8) რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები